არასამთავრობო ორგანიზაციები ქართული მარშის წარმომადგენლების მიერ, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ჟურნალისტებზე თავდასხმისა და შეურაცხყოფის ფაქტს ეხმაურებიან.განცხადებაში ნათქვამია, რომ სიტყვის გამოხატვისა და მედიის თავისუფლება გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით.
განცხადების ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ სამართალდამცავ ორგანოებს დროულად გამოიძიონ რუსთავი 2-ისჟურნალისტებზე თავდასხმისა და შეურაცხყოფის ფაქტი და უზრუნველყონ ქვეყანაში მედიის საქმიანობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა.
“პროტესტის გამოხატვის ფორმები არ უნდა სცილდებოდეს კანონით დადგენილ სტანდარტებს და არ უნდა შეიცავდეს ძალის გამოყენებას.მისასალმებელია ტელეკომპანია რუსთავი 2 -ის ეთიკის საბჭოს გადაწყვეტილება ქრისტიან მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გამო საყვედურის გამოცხადების თაობაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ ორგანიზაციები:საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო;ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI);სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC);საზოგადოება და ბანკები.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შენობასთან ქართული მარშის 6 წევრი დააკავეს. მარშის წევრებმა ტელეკომპანიის თანაშრომლებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს.