LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 14.3 მლრდ ლარს გადააჭარბა

48

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2016 წლის პირველი იანვრისათვის 14.3 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც 282 მლნ ლარით ანუ 2%-ით მეტია გასული წლის პირველი დეკემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე დეკემბერში დეპოზიტების მოცულობა 2.3 %-ით გაიზარდა).

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 144.6 მლნ ლარით ანუ 1.8 %-ით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 2.2 %-ით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები გაიზარდა 137.4 მლნ ლარით, ანუ 2.2 %-ით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ზრდამ 2.5 % შეადგინა).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი  იანვრისათვის 30.53 % შეადგინა – გასული წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობასთან შედარებით 0.48 პროცენტული პუნქტით ნაკლები (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 0.57 პროცენტული პუნქტით ნაკლები).

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.2%, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 11.6 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე  –  4%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 80.5 %, ხოლო ევროს წილმა 16.7 % შეადგინა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები