ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონი “საბურთალო” სომხურ “არარატ არმენიას” დაუპირისპირდება.გუნდებს შორის პირველი მატჩი 6 აგვისტოს, თბილისის დროით 19:00 საათიდან გაიმართება.
სომხურმა კლუბმა ფეისბუქზე მატჩის ძალიან საინტერესო აფიშა გამოაქვეყნა, სადაც ქართული ფილმის, “მიმინოს” ქართველი და სომეხი პერსონაჟები არიან გამოსახული.
“სომხურ-ქართული მეგობრული დაპირისპირება ჩვენს მოწინააღმდეგესთან. მოემზადეთ, მობრძანდით სტადიონზე და მხარი დაგვიჭირეთ. თქვენი გულშემატკივრობა ჩვენი ფეხბურთელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, – ვკითხულობთ აფიშაზე.