LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არაპროფესიონალიზმი, კორუფცია და გულგრილობა – ვარკეთილის მეტრო კალაძის მმართველობის კარგი სიმბოლოა: ანა ბიბილაშვილი

85
45

„ვარკეთილის მეტრო კახა კალაძის მმართველობის – არაპროფესიონალიზმის, კორუფციის და გულგრილობის სიმბოლოა“, – ამის შესახებ განცხადება პარტია „ლელო საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ვარკეთილის მეტროს სარემონტო სამუშაოებში ბოლო 5 წლის განმავლობაში მხოლოდ ჭერის შეკეთებაზე 700 ათას ლარამდე დაიხარჯა, თუმცა მეტროსადგური ადამიანების სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

„კორუფცია მხოლოდ გამჭვირვალე მართვით უნდა დავამარცხოთ

ჩვენ ვართ ვარკეთილის მეტროსთან, რომელზეც ბოლო 5 წელში დახარჯულია 700,000 ლარამდე. რომელიც საშიშია ადამიანების სიცოცხლისთვის.

ეს მეტრო სადგური კალაძის მმართველობის სიმბოლოა – არაპროფესიონალიზმის, კორუფციის და გულგრილობის.

დღეს უფრო მსხვილმასშტაბიან კორუფციულ სქემასთან გვაქვს შეხება. ამჯერად მხოლოდ პროექტირებისთვისაა გამოყოფილი ნახევარ მილიონ ლარზე მეტი – 530,992 ლარი. აღსანიშნავია, რომ ეს თანხა არ მოიცავს სამშენებლო ხარჯს, რაც ბუნებრივია პროექტის საერთო ბიუჯეტს მნიშვნელოვნად გაზრდის“, – აცხადებს ანა ბიბილაშვილი.