LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არაორდინარული მხარდაჭერა: ფეხბურთელებმა სახე შავად შეიღებეს

43

მოყვარულთა კლუბმა ლტოლვილების მხარდასაჭერად ფოტოზე მოთამაშეების სახე შავად შეღება.

გერმანიაში აბსოლუტურად უცნობი სამოყვარულო კლუბი ”დაინსტე” ”ფეისბუქზე” არაორდინალური პოსტის გამო წამიერად ყველაზე პოპულარული გახდა.

”ჩვენი მოთამაშე და მეგობარი იმადი შაბათს თაღლითების მსხვერპლი გახდა. მას წარმომავლობის გამო შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს. ეს კი ძალიან სამწუხაროა. გულშემატკივრებთან მიმართებაში ძალადობა ამაზრზენია. იმადი და ამარი ”დაინსტეს” ისეთივე მოთამაშეები არიან, როგორც დანარჩენები. ძალიან გვიხარია, რომ ისინი ჩვენთან არიან”, – დაწერეს გუნდის წარმომადგენლებმა ”ფეისბუქის” გვერდზე.

”დაინსტე” კრაისლიგაში გამოდის – ეს გერმანული ფეხბურთის სამოყვარულო დონეა და გერმანიაში მეშვიდე ლიგას წარმოადგენს.

პოსტმა ”ფეისბუქზე” 16 ათასი ”ლაიქი” დააგროვა, მაშინ როდესაც ამავე გვერდზე სხვა რომელიმე წარწერა 20-30 მოწონებას თუ დააგროვებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები