LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არანაირი სტალინგრადები კალენდარში არ გვაქვს: დიმიტრი პესკოვი

43
დიმიტრი პესკოვი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ მათ „არანაირი სტალინგრადები კალენდარში არ აქვთ და არც უნდა იყოს“. მისივე თქმით, მოლაპარაკებით დაკავებული არიან პროფესიონალები და მათ უნდა ენდონ.

აღნიშნულით პესკოვი სხვადასხვა ექსპერტის აზრს გამოეხმაურა, რომელთან აინტერესებთ, „რატომ არის საჭირო უკრაინასთან მოლაპარაკება, როცა „საომარი მოქმედებების კალენდარი უკვე სტალინგრადია“.

კრემლის პრესმდივანმა „ემოციების არაკეთილმოსურნეებისთვის დატოვება“ ურჩია მათ, ვინც მიიჩნევს, რომ რუსეთმა უკრაინასთან მოლაპარაკებაზე უარი უნდა თქვას და „კიევი აიღოს“.

„მთავარია ემოციებს ადგილი არ ჰქონდეს. მოლაპარაკებებში პროფესიონალები არიან ჩართულნი, მათ უნდა ენდოთ. რუსული მხარის პოზიცია კარგად არის ცნობილი, ლოგიკურია, მას აქვს ძალიან მყარი საფუძვლები და ფაქტობრივად, ეს პოზიცია არ შეცვლილა და მოდით, ემოციები ჩვენს მტრებს მივატოვოთ“, – დასძინა პესკოვმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები