LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არანაირი სინანული!“ – 64 წლის მადონა ახალ ვიდეოში თინეიჯერივით იქცევა

135
page

მადონამ „ინსტაგრამზე“ მორიგი ეპატაჟური პოსტი გაავრცელა. „64 წლის მადონა თინეიჯერივით იქცევა“,  – წერს დასავლური მედია. აღსანიშნავია, რომ ვიდეოში მისი შვილები და პოპის დედოფლის ახალი გულის სწორი, მოკრივე, ჯოშ პოპერი ჩანს.

„არანაირი სინანული!“, –  ასე დაასათაურა ვიდეო მადონამ, რომელშიც, როგორც ყოველთვის თავაშვებულად იქცევა.

მადონამ მორიგი „სათამაშო ბიჭი“ გამოაჩინა – 64 წლის „პოპის დედოფალი“ 29 წლის მოკრივეს ხვდება

„64 წლის მადონას ახალი სათამაშო ბიჭუნა ჰყავს“ – ვნებიანი კოცნა ნიღბიდან

 

View this post on Instagram

 

A post shared by Madonna (@madonna)

მადონამ რამდენიმე დღის წინ, დედის დღესთან დაკავშირებით ემოციური პოსტი გაავრცელა. მისი დედა მკერდის სიმსივნით მაშინ გარდაიცვალა, როცა მომღერალი 5 წლის იყო.

„ძვირფასო დედა, სადაც არ უნდა იყო, იმედი მაქვს, რომ ბედნიერი ხარ შენი შვილიშვილებით!! ხშირად წარმოვიდგენ ხოლმე, რომ ჩვენთან ერთად ხარ, მღერი და ცეკვავ სამზარეულოში. მე ყოველდღე მენატრება დედაჩემი და ათწლეულების განმავლობაში ფანტაზიაში წარმოვიდგენ, თუ როგორი იქნებოდა“, – წერს არტისტი.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Madonna (@madonna)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები