მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ 21 ოქტომბერს ზუგდიდში “საქართველოს ბანკის” მძარცველი და ბადრი ესებუა ერთი და იგივე პირია, ბიძინა ესებუა ცილისწამებას უწოდებს. მედიის მიერ ეჭვმიტანილის ძმამ დღეს პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მძარცველსა და მის ძმას შორის არანაირი მსგავსება არ არის არც სიმაღლეში და არც ხმაში.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბადრი ესებუა ამ დროისათვის იმყოფება დედაქალაქში სამკურნალოდ და მისი ვარაუდით, ზუგდიდში ხვალ დაბრუნდება.
“ჩემი ძმა სავარაუდოდ, ხვალ უნდა ჩამოვიდეს და ის გააკეთებს კომენტარს. მსგავსება არანაირი არ არის ბადრისა და იმ კაცს შორის. ნიკა გვარამია რასაც ბრძანებს ეს არის ცილისწამება. გეუბნებით, არანაირი მსგასება არც სიმაღლეში არც ხმაში არ არის. სახლში არანაირი სპეცოპერაცია აქ არ ჩატარებულა. თბილისში სამკურნალოდ არის წასული, ორშაბათს ან სამშაბათს ზუსტად არ მახსოვს, როდის წავიდა” – განაცხადა ბიძინა ესებუამ.