LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არანაირი იმერეთის პრინცესა” – ბაგრატიონები 7 წლის გიორგის ნიშნობას არ გეგმავენ

811
mefuka

რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “საქართველოს სამეფო კლუბი” 7 წლის გიორგი ბაგრატიონის ნიშნობას გეგმავს. როგორც მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა მეუფე ანანიამ განაცხადა, „კარგი იქნება თუ გიორგი ბაგრატიონი შემდგომ შეუხლდება რომელიმე დინასტიის წარმომადგენელზე, რომ გვქონდეს ერთიანი დინასტია”.

სამეფო კლუბი 7 წლის უფლისწულის გამეფებას გეგმავს

რეგენტთა საბჭო ახალი გეგმები აქვს

ბაგრატიონების ორი შტოს საერთო მემკვიდრის შესაძლო ნიშნობაზე იმერეთის სამეფოს ბაგრატიონების შთამომავალზე დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ლევან ჩხეიძე უარყოფს.

“ეს არის სრული დეზინფორმაცია, არანაირი იმერეთის პრინცესა და საერთოდ არანაირი საცოლე გიორგი ბაგრატიონისთვის არავის შეურჩევია. იმერეთის ბაგრატიონთა სახლში ორი პრინცესაა და ორივე დედად ეკუთვნის პატარა გიორგის”, – აცხადებს ლევან ჩხეიძე.

გიორგი ბაგრატიონი ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის საერთო შვილია.

სამეფო კლუბი კი კონსტიტუციური მონარქიის აღდგენას იწყებს. პირველ ნაბიჯად კი ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და დავით-ბაგრატიონ მუხრანელის ვაჟის, 7 წლის გიორგი ბაგრატიონის გამეფება და მის სრულწლოვანებამდე ქვეყნის მართვისთვის რეგენტთა საბჭოს შექმნა იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები