LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არანაირ სტატისტიკას არ ვაწარმოებთ – დავით უსუფაშვილი

80

„არანაირ სტატისტიკას იმის თაობაზე, რამდენი „ოცნებელი“ შემოდის „შენების მოძრაობაში”, არ ვაწარმოებთ,“ – ასე აფასებს „შენების მოძრაობის” დამფუძნებელი და თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, მმართველი გუნდიდან მის პარტიაში წევრების გადასვლას.

„ქართული ოცნების“ სიით გასული გორის გამგებელი და საკრებულოს წევრები „შენების მოძრაობას” შეუერთდნენ. პარტიის ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა, კანდიდატები გორში დღეს ოფიციალურად წარადგინა.

„ყველა, ვისაც გული ერჩის შენებისთვის, ყველა, ვინც მისულია იმ აზრამდე, რომ იმ ჩვეული წესით პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელება არის კონტრპროდუქტიული, ჩვენი კარი ღიაა. ვინც „ოცნებას“ ტოვებს, ისინი არსად არ ხტებიან. ეს „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა სალტომორტალე, რომელიც მალე დადასტურდება არჩევნებში,“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები