LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არამართლზომიერი ხარჯები აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში: აუდიტის სამსახური დასკვნას აქვეყნებს

93
აუდიტის სამსახური - ფორტუნა

სახელმწიფო აუდიტის სამსახური აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ თანხების არამართლზომიერ ხარჯებზე ანგარიშს აქვეყნებს. დასკვნაში ნათქვამია, რომ “აფხაზეთის დღის“ განხორციელებასთან დაკავშირებით, განათლების სამინისტრომ პირდაპირი დაფინანსების წესით, კანონმდებლობის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, ტენდერის გარეშე, გააფორმა ხელშეკრულება მთავრობის აპარატის უფროსის მიერ გამოგზავნილ წერილზე თანდართული ინვოისის შესაბამისად წარმოდგენილ კომპანიასთან, რითაც ინტერესთა შეუთავსებლობა წარმოიქმნა.

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და სამინისტროში პროგრამის განხორციელებასა და ზედამხედველობაზე არასათანადო კონტროლის მექანიზმების პირობებში, პასუხისმგებელი პირების მიერ არამართლზომიერად მიღებული გადაწყვეტილებები,  სახელმწიფო რესურსების არაეფექტიანი/არაეკონომიური ხარჯვისა და შესაძლო ინტერესთა შეუთავსებლობის რისკებზე მიუთითებს”,-აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.

აუდიტის ანგარიშის თანახმად, ხარვეზებია პროგრამებისა და ქვეპროგრამების შემუშავებაშიც. კერძოდ, ქვეპროგრამების მოსალოდნელი შედეგები ხშირ შემთხვევაში არის ძალიან ზოგადი და არ არის გაზომვადი, ასევე, არ არის გაწერილი მოსალოდნელი შედეგების მიღწევის შეფასების ინდიკატორები, შესაბამისად, შეუძლებელია დასახული მიზნების მიღწევის შეფასება.

გარდა ამისა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პროგრამებისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში შესყიდვების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში არსებულ კონტროლის მექანიზმების მნიშვნელოვან ხარვეზებზეა საუბარი.