LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არალეგალური სატელევიზიო სერვისი და მილიონობით დოლარი, რომელსაც ქვეყანა კარგავს

415
64403760_2268404523241860_826902846543757312_n

არალეგალური სატელევიზიო მომსახურება და კონტენტი, რასაც საქართველოში ათასობით აბონენტი უკანონო გზებით იღებს, ნიშნავს, რომ ქვეყნიდან მილიონობით დოლარი გადის. საბოლოოდ კი ზიანდება როგორც ქვეყნის ბიუჯეტი, ისე ბიზნესი. ამის შესახებ კომპანია “სილქნეტმა” დღეს მედიასთან შეხვედრაზე ისაუბრა. კომპანიის ხელმძღვანელობამ მზადყოფნა გამოთქვა, რომ ამ საკითხში მარეგულირებელ კომისიასთან ითანამშრომლებს.

გარდა ამისა, მენეჯმენტმა ლიცენზირებული კონტენტის გავრცელების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს საზოგადოებას პროპაგანდის შემცველი შინაარსის არხების გავრცელებას თავიდან აარიდებს.  განსხვავებით არალეგალური მომწოდებლებისაგან, რომელთა მიერ შეთავაზებული სატელევიზიო პროდუქტის შემადგენლობაში რუსული საინფორმაციო არხები შედის. დღევანდელ შეხვედრაზე ასევე ხაზი გაუსვეს იმ ზიანს, რაც არალეგალური გავრცელების სქემით ადგება ბიზნესს და მათ შორის “სილქნეტს”.

რაც შეეხება სილქნეტის ახალ სატელიტურ პროდუქტს  – „სილქსატი“, ის 20 ქართულ არხთან ერთდ შეიცავს უცხოურსაც, მათ შორის რუსულენოვანს, სადაც არცერთი საინფორმაციო არხი არ არის და წარმოდგენილია მხოლოდ გასართობი და სპორტული გადაცემები.

დღევანდელ შეხვედრას “სილქნეტის” ხელმძღვანელობასთან ერთდ დამფუძნებლებიც ესწრებოდნენ. მათ განაცხადეს, რომ კომპანია საზოგადოებას მედიის მეშვეობით მიმართავს და იმედოვნებს, ამ თემაზე მომავალშიც იქნება მსგავსი შეხვედრები.

კომპანიის დირექტორის – დავით მამულაიშვილის თქმით, სწორედ ამიტომ, პირველად კომპანიის არსებობის ისტორიაში, დაუშვეს პრეცედენტი და ახალი პროდუქტის გამოშვებამდე მედია ამ საკითხებზე სასაუბროდ მიიწვიეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები