LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არალეგალურად უკვე კეთდება 200-250 ადამიანზე სუფრა“ – რესტორნები ითხოვენ 50 კაცამდე ღონისძიებების გამართვის უფლება მიეცეთ

83
weddings-at-lambertville-station-restaurant-and-inn-3

„რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე მოითხოვს, რომ რესტორნებს 50 კაცამდე ქორწილების და ღონისძიებების გამართვის შესაძლებლობა ოფიციალურად მიეცეთ. როგორც ბურჯანაძე ამბობს, არაოფიციალურად რესტორანებში 50-კაციანი ქორწილები მაინც იმართება.

„დღეს-დღეობით, ქვეყანაში, სამწუხაროდ, ძალიან ბევრია ისეთი ფაქტი, სადაც ქორწილები, „ივენთები“ იმართება, ირღვევა კანონი და რა თქმა უნდა, ამის კონტროლი არ არის. ამ ვითარებში, ვჩაგრავთ იმ ადამიანებს, რომლებიც კანონს იცავენ, არ იხდიან ქორწილებს და „ივენთებს“. ამ შემთხვევაში, რომ გავაერთიანოთ ეს დისბალანსი, უნდა დავუშვათ 50 კაცამდე ქორწილების და „ივენთების“ გამართვის შესაძლებლობა, რომელიც ზოგადად დააბალანსებს ვითარებას. უნდა იყოს მოთხოვნა, რომ დაცული იყოს ის რეგულაციები, რომელიც საჭიროა. ჩვენი მოთხოვნა ასეთია, იქ სადაც არალეგალურად უკვე კეთდება 200-250 ადამიანზე სუფრა, ეს ყველასთვის ლეგალურად იყოს შესაძლებელი და 50-კაციანი ქორწილის და „ივენთის“ ჩატარების შესაძლებლობა მიეცეთ რესტორნებს, – აცხადებს ბურჯანაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები