LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არალეგალი მიგრანტები მანქანის შიდა სათავსოში იპოვეს (ვიდეო)

282
spanish-border-police-find-refugee-stowed-away-in-car-glove

ესპანეთში, სასაზღვრო პოლიციამ მანქანის შიდა სათავსოში არალეგალი მიგრანტები აღმოაჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას euronews ავრცელებს.  შემთხვევა ესპანეთისა და მაროკოს საზღვარზე მოხდა. არალეგალები აფრიკიდან არიან.

როგორც ცნობილია, მიგრანტები სამ სხვადასხვა მანქანაშიც იპოვეს. ერთ-ერთი მათგანი არასრულწლოვანია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, რადგან მათ მანქანის ძრავსა და სალონს შორის არსებულ სივრცეში რამდენიმე საათი გაატარეს.  მედიკოსების განცხადებით მიგრანტებს, ასფიქსია, დეზორიენტაცია და ტრამვები აღენიშნებოდათ. 

მომხდარის გამო ესპანეთის პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა.