1 აპრილს უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები უკვე მეორედ გაცვალეს, შედეგად 86 უკრაინელი სამხედრო სახლში ბრუნდება.
დღეს უკრაინამ და რუსეთმა პირველი ტყვეები გაცვალეს: ვერეშჩუკი
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ განაცხადა, 86 უკრაინელი სამხედროდან 15 ქალია, თითოეული მათგანი უკვე უსაფრთხოდაა.
როგორც ფრაქცია “ხალხის მსახურის”ლიდერმა და მოლაპარაკებების დელეგაციის ლიდერმა დავით არახამიამ განაცხადა, გაცვლა თურქეთში გამართული მოლაპარაკებების დროს მიღწეული შეთანხმებების წყალობით მოხდა.
მისივე თქმით, უკრაინა ბოლომდე იბრძოლებს თითოეული მოქალაქისთვის.
ტყვეების გაცვლის შესახებ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმაც:
“პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებით ტყვეების მეორე გაცვლა ახლახან მოხდა. 86 სამხედრო მოსამსახურე სახლში ბრუნდება! მათგან 15 ქალია!
მივმართავ ყველას, ვინც ჯერ კიდევ ტყვეობაშია: ჩვენ ვიბრძოლებთ თითოეული თქვენგანისთვის! ყველას სახლში მოვიყვანთ.
შეგახსენებთ, ეს მხარეებს შორის ტყვეების გაცვლის უკვე მეორე შემთხვევაა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში