LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არახამია: „შემიძლია უკრაინის გენპროკურორს მივმართო, რომ სააკაშვილის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყოს“

154
დავით არახამია და მიშა

უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერი, დავით არახამია არ გამორიცხავს, უკრაინის გენერალურ პროკურატურას, მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისთვის მიმართოს.

აღნიშნულის თაობაზე დავით არახამიამ კიევში, „მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების საერთაშორისო მოძრაობის“ დაფუძნების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და თქვა, რომ როგორც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს ექცევა, სწორედ მკვლელობის მცდელობაა:

„მადლობელი ვარ უკრაინის, მიშა ძალიან დარდობს - არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ უკრაინის გამარჯვება მისი ხსნაა“ – გიული ალასანია 

ამის შესახებ მესამე პრეზიდენტისა და ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ კიევში, სააკაშვილის მხარდამჭერ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მე, როგორც დეპუტატმა ჩემს კოლეგებთან ერთად, შემიძლია მივმართო უკრაინის გენერალურ პროკურორს, რომ მან დაიწყოს სისხლის სამართლის გამოძიება მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, რადგან რასაც ისინი აკეთებენ, მკვლელობის მცდელობაა.

ჩვენი მიზანი უმაღლეს რადაში იმ დადგენილების მიღებისას იყო ის, რომ მსგავსი რეზოლუცია, რაც შეიძლება მეტმა ევროპელმა პარლამენტარმა მიიღოს“. – განაცხადა დავით არახამიამ.

44 ევროდეპუტატი პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს: მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში, სადაც მას შეუძლია, მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები