LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არაკეთილსინდისიერი კომპანიის მანიპულირება – კალაძე “სითი პარკს” პასუხობს

45

“ვერავინ და ვერაფერი შეაფერხებს საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთობებს, ეს არის არაკეთილსინდისიერი კომპანიის მხრიდან მანიპულირება,” – ასე პასუხობს თბილისის მერი, კახა კალაძე, „სითი პარკის“ განცხადებას.

კოპანიის წარმომადგენლების მტკიცებით,  თბილისის მერიის მხრიდან “სითი პარკთან” ხელშეკრულების გაწყვეტა ბიზნესგარემოსა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობებზე მოახდენს გავლენას.

„ეს არის არაკეთილსინდისიერი კომპანიის მხრიდან მანიპულირება. ვერავინ და ვერაფერი შეაფერხებს იმ ურთიერთობებს, რომელიც ჩვენ ქვეყნებს შორის არსებობს, იმ ბიზნესკლიმატს, რომელიც ჩვენ ქვეყანაშია. ჩვენ ყველას მივესალმებით, ვინც კეთილსინდისიერი ინვესტორია, კომპანიაა. არა აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ქართული თუ უცხოური ბიზნესი, ჩვენი კარი ყოველთვის არის ღია. მე უამრავი მეგობარი მყავს ისრაელში და ვისაც სურვილი აქვს, საქართველოში ინვესტიცია განახორციელოს, შეუძლიათ, ჩამობრძანდნენ და ყველანაირი პირობები ექნებათ იმისთვის, რომ ეს ინესტიციები განხორციელდეს. არაკეთილსინდისიერ კომპანიებს ჩვენ მოვექცევით კანონის ფარგლებში. ყველამ უნდა სცეს პატივი საქართველოს კანონმდებლობას და მოექცეს კანონმდებლობის ფარგლებში,” –  განაცხდა კალაძემ.

თბილისის მერია  კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულებას 10 აპრილიდან წყვეტს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები