გასულ უქმეებზე იტალიურმა გუნდმა „იუვენტუსმა“ მატჩი მოიგო და ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. 35 წლის თავდამსხმელი, კრიშტიანო რონალდო თამაშში, როგორც ყოველთვის ბრწყინავდა. გოლების მიხედვით ის მეორე ადგილზე გავიდა და ბრაზილიელი რომარიო ჩამოიტოვა, თუმცა პირველობა კვლავ ლეგენდარულ პელეს ეკუთვნის. რონალდოს პელესგან 32 გოლი აშორებს.
წარმატება პორტუგალიელმა ფეხბურთელმა იახტაზე, ოჯახთან ერთად გაატარა. მეუღლესთან, ჯორჯიანა როდრიგესთან და შვილებთან ერთად გადაღებული ფოტოები კრიშტიანომ სოციალურ ქსელში განათავსა და ასე დაასათაურა.
„ჩემპიონთა ოჯახი, არაფერია იმაზე კარგი, როდესაც ტრიუმფს ოჯახთან ერთად ზეიმობ“, – წერს რონალდო.
https://www.instagram.com/p/CDJ_C6ggAn0/?utm_source=ig_embed