ნერვების წყვეტაში საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად წასვლის უფლება მოიპოვა. ბოლო მატჩში უშუალო კონკურენტ ისლანდიასთან კი დავმარცხდით, მაგრამ 3 ქულით წაგება გვაწყობდა და ასე ბეწვზე გადავრჩით.
მატჩის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა და ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ თანაგუნდელებს გასახდელში მიმართეს:
თოკო:
„ბიჭებო, თქვენით განსაკუთრებულად ვამაყობ. როცა ამბობთ, შენ მოიგე, ასე არ არის – ჩვენ მოვიგეთ! ჩვენ დავწერეთ ისტორია.
ყოველთვის სასიამოვნოა წარმატება… მაგრამ არაფერია იმაზე დიდებული, როცა წარმატებას შენს ძმებთან და ოჯახის წევრებთან ერთად აღწევ. რამის შეცვლა რომ შემეძლოს, არცერთ თქვენგანში არაფერს შევცვლიდი. ამ გუნდთან ერთად ომში წავიდოდი!
საქმე დასამთავრებელი გვაქვს. უნდა დავამტკიცოთ, რომ მსოფლიოზე შემთხვევით არ მოვხვედრილვართ. დღეიდან რასაც უნდა აკეთებდეთ, მსოფლიო ჩემპიონატი მუდამ გონებაში გქონდეთ. გახსოვდეთ, იქ შემთხვევითობის გამო არ ვართ. ჩვენ ეს დავიმსახურეთ.
ილიას ზუროსი:
„ჩვენ ამ გამარჯვებას ვიმსახურებდით, თქვენ ისტორია შექმენით!“