LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არაძალადობრივი კონფლიქტების ცენტრის” დამფუძნებელი პიტერ აკერმანი გარდაიცვალა

90
Untitled design (2)

“არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრის” დამფუძნებელი და IREX-ის გლობალური მრჩეველთა საბჭოს წევრი პიტერ აკერმანი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

აკერმანის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას IREX ავრცელებს:

“პიტერ აკერმანი იყო მაღალი დონის ფიგურა, რომელიც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განვითარების მიმართულებით ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა.

ის იყო მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ავტორიტეტი არაძალადობრივი კონფლიქტების საკითხებში. პიტერი იყო ლიდერი, რომელიც მუშაობდა დემოკრატიის განმტკიცებაზე როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე გლობალურად. იყო Freedom House-ის თავმჯდომარე და CARE-სა და საგარეო ურთიერთობათა საბჭოს წევრი”, – აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც IREX-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა კრისტინ ლორდმა თქვა, პიტერ აკერმანი იყო შეუდარებელი მონდომების და მორალური სიცხადის ადამიანი, რომელიც გაბედული ხედვით ებრძოლა უსამართლობასა და ტირანიას მთელს მსოფლიოში.

ცნობისთვის, აკერმანი აპრილის დასაწყისში საქართველოშიც იმყოფებოდა – ის ოპოზიციური პარტიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ამ შეხვედრას „რევოლუციურ გეგმების“ განხილვა უწოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები