LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არაბული ავიაკომპანია საქართველოსკენ ფრენებს აჩერებს

352
flynas-1-1

კორონავირუსის ეფექტი ქართულ ავიაციაზე – საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flynas-ი საქართველოს მიმართულებით ფრენებს, დროებით, აჩერებს. ინფორმაცია AviaNews-ს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია „ტავ ჯორჯიაში” დაუდასტურეს. აღსანიშნავია, რომ Flynas-ი თბილისის მიმართულებით ოპერირებას 16 მარტიდან აპრილის ბოლომდე პერიოდში წყვეტს.

ცნობისთვის, Flynas-ი საქართველოს ავიაბაზარზე 2018 წელს შემოვიდა და საუდის არაბეთის ქალაქებიდან ფრენებს თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ასრულებდა.

დროებით აჩერებს ფრენებს ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-იც თბილისი-თელ-ავივი-თბილისის მიმართულებით. მიზეზი ამ შემთხვევაშიც კორონავირუსია. ცნობისთვის, თელ-ავივის მიმართულებით Myway Airlines-ი რეგულარულ რეისებს 15 მარტიდან წყვეტს, ხოლო განახლებას 5 აპრილიდან გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები