LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არაბულ ქვეყნებში საქართველოდან ცხვრის ექსპორტი იზრდება

48

არაბულ ქვეყნებში საქართველოდან ცხვრის ექსპორტი იზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოდან ყატარსა და საუდის არაბეთში 11 800-მდე ცხვრის ექსპორტი უკვე განხორციელდა, რაც თანხობრივად დაახლოებით მილიონ დოლარს შეადგენს.

„არაბული ქვეყნების დაინტერესება მზარდია და განპირობებულია საქართველოს, როგორც ეპიზოოტიურად კეთილსაიმედო ქვეყნის  იმიჯით. ცხოველთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს  მონიტორინგსა და ცხოველთა ვაქცინაციას სხვადასხვა დაავადებაზე, რაც ხელს უწყობს ქვეყნის კეთილსაიმედოობას და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას”, – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, მთავარმა ვეტერინარმა მიხეილ  სოხაძემ.

მისივე ინფორმაციით,  სურსათის ეროვნული სააგენტო მეცხოველეობის საექსპორტო პოტენციალის წახალისებისთვის ვეტერინარულ ღონისძიებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.

”სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტარდება პროფილაქტიკური და სავალდებულო ვაქცინაციები სხვადასხვა დაავადებაზე; მიმდინარეობს წვრილფეხა პირუტყვის ჭირის საწინააღმდეგო აცრები. დღეისათვის ვაქცინირებულია მილიონამდე წვრილფეხა ცხოველი. დაავადების  პრევენციისთვის დამატებით შემოტანილია 700 ათასი ცალი მაღალი ხარისხის ვაქცინა”, – განაცხადეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები