არაბთა გაერთიანებული საემიროები 10 იანვრიდან არავაქცინირებულ ადამიანებისთვის საზღვარგარეთ გამგზავრებას კრძალავს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს, რომელიც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრისა და საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
Reuters-ის ცნობით, სამოგზაუროდ ორი დოზით სრულად ვაქცინირებეულ ადამიანებს ”ბუსტერ“ დოზის მიღებაც დასჭირდებათ. აკრძალვა არ იმოქმედებს სამედიცინო, ან ჰუმანიტარული გამონაკლისების მქონე პირებზე.