LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურება იგეგმება

84

ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებასა და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა აბდულა ბინ ზაედ ალ ნაჰიანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა წარმატებულ ორმხრივ თანამშრომლობას და საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს.

აღინიშნა საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო. პრემიერმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მოწინავე პოზიციებზე საერთაშორისო რეიტინგებში და განაცხადა, რომ მთავრობა არაბთა გაერთიანებული საემიროების ინვესტორების მზარდ ინტერესს მიესალმება.

შეხვედრის შემდეგ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს დავით ზალკალიანმა და აბდულა ბინ ზაედ ალ ნაჰიანმა მოაწერეს ხელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები