ლონდონში შეამჩნიეს ორი ძვირადღირებული სუპერქარი, რომლებსაც დუბაის ნომრები ქონდათ და საკმაოდ უჩვეულოდ გამოიყურებოდნენ. Ferrari 812 Superfast და Bentley Bentayga თეთრი მარმარილოს კარკასში იყვნენ ჩასმულები.
როგორც Fox New-ს იუწყება, მარმარილო ელიტარული ავტომობილების მდიდარ მფლობელებს შორის სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება.
თუმცა, ამ მეთოდის დაფასება ყველას როდი შეუძლია და ბევრი ავტომოყვარულის აზრით მარმარილოს ავტომობილები სინამდვილეში ძალიან უგემოვნოა და უფრო მეტიც, უხარისხო ნიჟარასაც კი გავს. სავარაუდოდ, ასეთი მიდგომა იმით აიხსნება, რომ „მარმარილოს“ გაფორმება ყველა მოდელს არ უხდება.
აღსანიშნავია, რომ ასეთ დაფარვას ბევრი პლუსიც აქვს და ის ძარას პატარ-პატარა დაზიანებებისგან იცავს. თანაც, თუკი ექსტრავაგანტული დიზაინი მომაბეზრებელი გახდება, მისი მოშორება ძალიან მარტივია.
View this post on Instagram
M A R B E L O U S ??.. #wrapped #bugattiwrap #marblewrap #wrapdesign #paintisdead
A post shared by Paint Is Dead (@paintisdead) on