საუდის არაბეთის პრინცები უძრავ ქონებას, ასევე იახტებს და ძვირად ღირებულ ნახატებს ყიდიან.
ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს, რომელიც წერს, რომ სამეფო ოჯახის წევრებს, უკვე 600 მილიონ დოლარზე მეტი ქონება აქვთ გაყიდული. პრინცების გადაწყვეტილების მიზეზი საუდის არაბეთის დეფაქტო მმართველი, მეფისნაცვალი მუჰამედ ბინ სალმანია, რომელმაც ახალი პოლიტიკა შეიმუშავა. მან რამდენიმე რეფორმა გაატარა, რომლებმაც შეზღუდა სამეფო ოჯახის წევრების წვდომა და პრივილეგიები სახელმწიფო სახსრებზე, ხოლო თითო მოსამსახურეზე გადასახადი – $2 500 დააწესა.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრივილეგიების გარეშე დარჩენილი არაბი პრინცები, რომლებიც საუდის არაბეთის ხაზინას ყოველწლიურად ასობით მილიონი დოლარი უჯდება, იძულებულნი არიან გაყიდონ უძრავ-მოძრავი ქონება და დაზოგონ მანქანების, იახტების და თვითმფრინავების პარკირების ხარჯები.
“არაბი პრინცები ცდილობენ, უფრო მოკრძალებულად იცხოვრონ, რათა მეფისნაცვლის ყურადღება არ მიიპყრონ”, – წერს The Wall Street Journal.