LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა სარჩელს განიხილავენ

104

საკონსტიტუციო სასამართლო დღეს არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა სარჩელის განხილვას იწყებს.

მოსარჩელე მხარეებია შპს „აიდიეს ბორჯომი, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „წყალი მარგებელი“, შპს „კასტელ ჯორჯია“; მოპასუხე მხარე კი – საქართველოს პარლამენტი და ფინანსთა სამინისტროა.

მოსარჩელეები მოითხოვენ გაუქმდეს არა აქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების დამდგენი ნორმატიული აქტები, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, წარმოშობს უსაფუძვლო ფინანსურ ტვირთს და ლახავს საკუთრების უფლებას.

შეგახსენებთ, უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლებმა საკონსტიტუციო სასამართლოს საჩივრით 2015 წლის დეკემბერში მიმართეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები