Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
არა ოკუპაციას – ქართული მზესუმზირა ახალი შეფუთვით გამოვიდა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არა ოკუპაციას – ქართული მზესუმზირა ახალი შეფუთვით გამოვიდა

636
66374782-2363915973928314-7974416339114655744-n

მას შემდეგ, რაც რუსეთმა ე.წ ტურისტული ემბარგო დაგვიწესა და საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლა აკრძალა, გარდა ამისა ქართული ღვინის ხარისხი დაიწუნა და ჩვენს ღვინოზე კონტროლი გაამკაცრა, სოციალურ ქსელში განსაკუთრებით გააქტიურდა კამპანია „არა ოკუპაციას“.

ცოტა ხნის წინ, ამავე კამპანიის ფარგლებში, მზესუმზირის მწარმოებელმა ქართულმა კომპანია „მაკნატუნამ“ საკუთარი პროდუქცია ახალი შეფუთვით გამოუშვა. კომპანიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ახალი შეფუთვის ამსახველი ფოტომასალა გამოჩნდა.

„ახალი შეფუთვა ოკუპაციის თემაზე!  #არაოკუპაციას! შემოგვიერთდი“, – წერია „მაკნატუნას“ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.

ცნობისთვის, შპს „მაკნატუნას“ საწარმო ქუთაისში მდებარეობს. აქ იწარმოება: უგემრიელესი ქართული მზესუმზირა , მიწისთხილი, გოგრის გულები, სიმინდის ბურბუშელა, ასევე სუხარიკები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები