LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არა მიშას — ვერის ბაღში მოქალაქეები ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ აქციას მართავენ

81

ვერის ბაღში მოქალაქეები ნაციონალური მოძრაობის  წინააღმდეგ აქციას მართავენ. იქ შეკრებილებს არ სურთ, რომ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში დაბრუნდეს.

საზოგადოება ვერანაირად ვერ დაუშვებს სიძულვილს, ტყუილს, ბოროტებას, რამაც ცხრა წლის განმავლობაში ჩაახშო თავისუფალი ქართველი ხალხის ნება და სურვილი, წესიერ ქვეყანაში ეცხოვრათ.წარმოუდგენელია, მოძალადეები, მწამებლები დაბრუნდნენ ქვეყნის სათავეში და მჯერა, ამას ყველა გრძნობს, –ამბობს რეჟისორი გოგა ხაინდრავა

ვერის ბაღში იმყოფება პოეტი დავით მაღრაძე,   მზია პატარკაციშვილი, ნორა კვიციანი და  ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი.

“აქციის მიზანია, რომ არჩევნებზე გამოვიდეს ხალხი, ქუდზე კაცი, რომ საბოლოოდ დამარცხდეს აგრესიული რევანშის საფრთხე, რომელსაც წარმოადგენს ნაციონალური მოძრაობა”, — განაცხადა აქციაზე მისულმა პოეტმა, დავით მაღრაძე.

ბუტა რობაქიძის დედა ამბობს, რომ საზოგადოება არ დაუშვებს სისხლიან რეჟიმში დაბრუნებას.

„ვინაიდან დავდექით ისეთი სიტუაციის წინაშე, რომ შეიქმნა საფრთხე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შეიძლება დაბრუნდეს. ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ ხალხის დიდი ნაწილი არ მივიდა არჩევნებზე, რადგან განაწყენებული იყო ოცნებაზე, მაგრამ ახლა ყველა აცნობიერებს უკვე, რისი საშიშროებაა – იმ რეჟიმის დაბრუნების. ამას არ დაუშვებს ქვეყანა, რომ სისხლიან რეჟიმში უკან დავბრუნდეთ და ამიტომ, ჩვენ აქ ვიკრიბებით ამისთვის, რომ გაიღვიძოს ყველამ, იმ ადამიანებმა ვისაც დაეზარა, ვინც განაწყენებულია. დარწმუნებული ვარ, რომ უკვე ყველამ გააცნობიერა და მეორე ტურში დიდი გამარჯვებით გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ია მეტრეველმა.

შეგახსენებთ, „ვერის ბაღში“ მიმდინარეობს აქცია სახელწოდებით „არა მიშას, არა სადიზმს“. აქცია სოციალური ქსელის მეშვეობით დაიგეგმა. რამდენიმე ასეული მოქალაქე აპროტესტებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ კვლავ ხელისუფლებაში დაბრუნების პერსპექტივას. ისინი მოუწოდებენ მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გონივრული არჩევანი გააკეთონ.