საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის უახლოესი ორი შეხვედრისთვის თბილისში მზადებას განაგრძობს.
საწვრთნელ პროცესში უკვე ორი დღეა, 24 ფეხბურთელი მონაწილეობს. დღეს, ნაკრებს გიორგი მიქაუტაძე შეუერთდა.
კვიპროსისა და შოტლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ ჩვენი გუნდის 25 ფეხბურთელის შემადგენლობით მოემზადება.
ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში შეხვედრისთვის მზადების კადრებს გვიზიარებს.
„არა მამარდ, აქ არა“. – ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.