LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არა LGBT სიბილწეს“ – „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები რუსთაველის მეტროსთან კარვების გაშლას გეგმავენ

92
ipn foto

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები რუსთაველის მეტროსთან კარვების გაშლას გეგმავენ. „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებისა“ და პარტია „ქართული იდეის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ადგილზე დარჩენას მთელი ღამის განმავლობაში აპირებენ.

როგორც „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ ერთ-ერთი წარმომადგენელი გურამ ფალავანდიშვილი აცხადებს, ხვალინდელ აქციაზე ორგანიზაცია „ერთობა, რაობა, იმედის“ დამფუძნებელ ლევან ვასაძეს ელოდებიან.

„ჩვენ დღეს ყოველი შემთხვევისთვის ვშლით კარვებს, სიმბოლურად ალბათ 2-3 კარავს, რამდენი ადამიანიც მოვა, ღამეს გავათენებთ. მოგეხსენებათ, მათ საღამოს, 18:00 საათზე დააანონსეს ბილწი ლგბტ მსვლელობა, ჩვენ გვინდა, რომ აქ დავდგეთ. ხვალ, 10:00 სთ-ზე ველოდებით ლევან ვასაძის ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომლებიც შემოგვიერთდებიან და „ქართული იდეის“ წარმომადგენლებს, ასევე სხვადასხვა ხალხს“, – განაცხადა “ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების” წარმომადგენელმა, გურამ ფალავანდიშვილმა.

ფოტო: ინტერპრესნიუსი