კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი დღეს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში წლიური ანგარიშით წარდგება.
თეა წულუკიანის გამოსვლის პარალელურად, ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროს წარმომადგენლები 18:00 საათზე პარლამენტთან გამართავენ აქციას „სიმართლის საათი“.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, შეკრების დროს ისინი მთავარ მოთხოვნებს გააჟღერებენ:
„20 სექტემბერს, 18:00-ზე, პარლამენტის სამოქალაქო შესასვლელთან ვიკრიბებით, ხელოვნებისა და მეცნიერების წარმომადგენლები, ქართული კულტურის გულშემატკივრები. „სიმართლის საათის“ ფორმატში გავაჟღერებთ იმ უამრავ გადაუჭრელ პრობლემას, რომელთაც კულტურის მინისტრი თავს ვერ ართმევს. აქციაზე კულტურისა და მეცნიერების სექტორები დააყენებენ მკაფიო მოთხოვნებს. არა ცენზურას! კულტურა ცოცხალი და დამოუკიდებელია“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.