LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ ვიცი რაზე საუბრობს, მაგრამ მე არაფერი მაქვს დასამალი“ – კელი დეგნანი ირაკლი კობახიძეს პასუხობს

147
Untitled design

„არ ვიცი რაზე საუბრობს, მაგრამ მე არაფერი მაქვს დასამალი“, – ასე ეხმაურება საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „ბევრი თემა აქვთ“, მათ შორის სატელეფონო საუბრებში „რას ითხოვდნენ“ ხელისუფლების მხრიდან.

დეგნანმა „მთავარ არხთან“ საუბრისას კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს არავინ სთხოვს მეორე ფრონტის გახსნას.

„ამ განცხადების უკან დგას კორუფციული პროცესები, ბლინკენი გასვარეს” – კობახიძე მოსამართლეების სანქცირებაზე

„არ ვიცი ის რაზე საუბრობს, მაგრამ მე არაფერი მაქვს დასამალი. საუბრების მოსმენებზე? ყველა ქართველი იქნება ძალიან შეშფოთებული, რომ მის სატელეფონო საუბრებს უსმენენ. არ ვიცი რაზე საუბრობს, თუმცა მე არაფერი მაქვს დასამალი.

მე გარწმუნებთ კიდევ ერთხელ, როგორც ბევრჯერ მითქვამს, საქართველოსთვის არასდროს გვითქვამს მეორე ფრონტი გაეხსნა. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის იმ სენსიტიური სიტუაციის, სადაც საქართველო იმყოფება, საქართველოს 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და ჩვენ ვხვდები ამ ძალიან დიდ ზეწოლას რასაც რუსეთი ახორციელებს საქართველოზე. ჩვენ გვესმის ეს ყველაფერი კარგად და არავინ არ სთხოვს საქართველოს ამას, ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველო, ნებისმიერი სხვა ქვეყანა ამ ომში, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ შევაჩეროთ ეს ომი. პუტინმა დაიწყო ეს ომი და შეუძლია შეაჩეროს. რა თქმა უნდა, აშშ არანაირი სურვილი არ აქვს, რომ რამენაირად ეს გავრცელდეს სადმე“, – თქვა კელი დეგნანმა.

კელი დეგნანი ფიქრობს, რომ როცა უკრაინელები იბრძვიან არა მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობისთვის და სუვერენიტეტისთვის, არამედ თავისი იდენტობისთვის, კულტურისთვის, ეროვნულობისთვის, ჩვენ ყველამ მხარი უნდა დავუჭიროთ და გვესმოდეს როგორი არსებითი და მნიშვნელოვანია ეს.

„არავინ არ ითხოვს ან სთხოვს საქართველოს, რომ რამე გააკეთოს ისეთი, რაც მისთვის მოსახერხებელი არ არის. ჩვენ ძალიან ვაფასებთ რაც ამ მთავრობამ გააკეთა უკრაინის დასახმარებლად გაეროში, სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმებზე, ასევე ჰუმანიტარული დახმარება ქართველი ხალხის მხრიდან, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და აჩვენებდა საქართველოს მხარდაჭერას უკრაინისთვის“, – თქვა კელი დეგნანმა.

„მოსამართლეების აშშ-ში არშეშვების გადაწყვეტილება მძიმე შეურაცხყოფაა…გამორიცხეთ საქართველოს ცალ ფეხზე დგომა, აქ ომი არ იქნება!” – დიმიტრი სამხარაძე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს ასანქცირებს

„უფფ, არაუშავს, ცხოვრება გაგრძელდება…თავს ვერ მოვიკლავ” – მურუსიძის პირველი კომენტარი დასანქცირებაზე

კელი დეგნანი აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ახლა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს და პერსონალური პასუხისმგებლობა აიღოს” – გახარია მოსამართლეთა სანქცირებაზე

„მისასალმებელია…დროა, სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყოს საქართველოს კორუმპირებული მოსამართლეების წინააღმდეგ მოქმედება” – სენატორი ჯიმ რიში

„განაჩენი საქართველოს ხელისუფლებისთვის” – როგორ ეხმაურება ოპოზიცია აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები