LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,არ ვიცი პიკე რას ფიქრობდა?!” – Ozuna-მ შაკირას ექს-მეუღლე გააკრიტიკა

163
33837160451-1080pnbcstations

Ozuna-მ ,,ინსტაგრამზე” შაკირასთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ერთი შეხედვით უწყინარ სურათს, საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან პუერტორიკოელმა მომღერალმა მის აღწერაში, ჟერარ პიკე გააკრიტიკა.

მისი თქმით, ესპანელი ფეხბურთელით გაკვირვებულია.

,,არ ვიცი პიკე რას ფიქრობდა?! შეხედეთ ამ ქალღმერთს!,” – დაწერა 32 წლის არტისტმა, რომელმაც სამახსოვრო კადრს მათი 2022 წელს ჩაწერილი დუეტი – Monotonía დაურთო.

ცნობისთვის, Monotonía შაკირამ ახალ, მე-12 სტუდიურ ალბომში – Las Mujeres Ya No Lloran შეიტანა. დისკი 12 მარტს გამოვიდა.

შაკირა კუპიდონის როლში – არტისტი Cardi B-სთან გადაღებულ ცეცხლოვან კლიპს ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები