LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ ვიცი მეყოფა თუ არა მისთვის რამე სასჯელი, რასაც მიუსჯის კანონი…გული მაქვს გახეთქვაზე”

597
BeFunky-collage (1)

ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობის საქმეს ეხმაურება. დაკავებულ ზაზა მურჯიკნელს ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავებიან, მურჯიკნელი მუხროვანის ამბოხის მონაწილეა და “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს.მას ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.

“ყველაფერი ვიცოდი,როგორ ნაბიჯ-ნაბიჯ და სკურპულოზურად მუშაობდა გამოძიება.აურაცხელი და ურთულესი სამუშაოა ჩატარებული და ბოლოს მაინც ყურით გამოათრიეს ის ბინძური მძორი ბუნაგიდან…

ყველაზე საშინელი ახლა იწყება-სასამართლოები და ის,რომ მისი ბინძური სიფათი უნდა დავინახოთ დარბაზში.არ ვიცი გავუძლებ თუ არა ამას პირადად მე….

ანგელოზი ბიჭი მოკლა….ყველაზე საყვარელი და თბილი ადამიანი….არ ვიცი მეყოფა თუ არა მისთვის რამე სასჯელი რასაც მიუსჯის კანონი…

აღარ ვიცი კიდევ რა დავწერო…გული მაქვს გახეთქვაზე ეს მახინჯი ჯუჯა როგორ შეეხო ანგელოზ ნოდარიკოს:(((ყოჩაღ,გამოძიებას.მადლობა!

p.s. ახლა არ შეგრცხვათ იმ ადამიანებს ვინც ამტკიცებდით დოდომ ყველაფერი იცის და გამოძიებას უმალავსო?”

შეგახსნებთ შეიარაღებული თავდასხმა დიღმის მასივში 2018 წლის 7 თებერვალს მოხდა. თადარიგის პოლკოვნიკი დაჭრეს, მისი შვილი, 33 წლის გრიგოლ გუგეშაშვილი კი ადგილზე დაიღუპა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები