LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ ვფიქრობ, რომ პასუხისმგებლიანი საქციელი იქნება, ამ სამყაროში შვილი მყავდეს“, – წყვილები, რომლებსაც შვილების ნაცვლად ძაღლი ან კატა ჰყავთ

142
couple

ამერიკაში სულ უფროდაუფრო იზრდება ისეთი წყვილების რაოდენობა, რომლებიც ბავშვების ყოლას არ აპირებენ და ურჩევნიათ, ჰყავდეთ ცხოველები, რომლებსაც ბავშვის მსგავსად უვლიან.

„ბიბისი“ 24 წლის ლიზასა და მის პარტნიორთან ინტერვიუს აქვეყნებს. ისინი მიჩიგანის შტატში 9 თვის ლეკვთან ერთად ისე ცხოვრობენ, როგორც სრულყოფილი ოჯახი.

„მე არ ვფიქრობ, რომ ეს პასუხისმგებლიანი საქციელი იქნება, ამ სამყაროში შვილი მყავდეს“, – ამბობს ლიზა.

ამერიკის დასაქმების სტატისტიკის ბიუროს კვლევებით დადგინდა, რომ დაქორწინებული წყვილები, რომლებსაც შვილები არ ჰყავდეთ, უფრო მეტ ფულს ხარჯავენ თავიანთ ცხოველებზე, ვიდრე შვილებზე ხარჯავდნენ ოჯახები 2007-2011 წლებში.

70-იან წლებში დაქორწინებული წყვილების 40%-ს ჰყავდა შვილები, ეს მაჩვენებლი 2012 წლისთვის 20%-მდე შემცირდა.

„ბიბისი“ სტატიაში კიდევ ერთი წყვილის ისტორიას ჰყვება, რომლებიც ახალგაზრდები დაქორწინდნენ, თუმცა მოგვიანებით, 30 წლის ასაკის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ბავშვების მიმართ ინტერესი საერთოდ არ ჰქონდათ და კატა აიყვანეს.

ასეა თუ ისე, “ფაქტი ისაა, რომ ბავშვების ცხოველებით ჩანაცვლების იდეა სულ უფროდაუფრო პოპულარული ხდება ისეთ საზოგადოებაში, რომლებსაც ზოგადად არ სურთ შვილების ყოლა. არსებობს ასეთი გვერდიც, რომელსავ 595 000 წევრი ჰყავს და ისინი ხშირად განიხილავენ მათ არჩევანს, რომ ბავშვების გარეშე იცხოვრონ”, – წერს “ბიბისი”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები