LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ ვფიქრობ, მარიხუანას კულტივაციის საკითხი მეორე ტურთან იყოს დაკავშირებული – დავით სერგეენკო

101

“მე არ ვფიქრობ მარიხუანას კულტივაცია მეორე ტურთან იყოს დაკავშირებული,”- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა. მისივე თქმით, მიღებულ გადაწყვეტილებას უფრო საზოგადოების რეაქციას უკავშირებს.

“იქამდეც იყო ის თემები რაც დღეს გაჟღერდა, წესები, მოხმარების არეალები და კულტივაცია. 2 თვეა თითქმის, რაც განცალკევდა ეს ყველაფერი და განხილული იქნა პირველი რეგულაციების ნაწილი. კულტივაციას რაც შეეხება არჩევნებამდე მოხდა მსჯელობა და ამის მიხედვით ვერანაირად ვერ ვაკავშირებ მეორე ტურთან, უფრო საზოგადოების რეაქციასთან,”- განაცხადა დავით სერგეენკომ.

დღეს მარიხუანის კულტივაციის საკითხთან დაკავშირებით შს მინისტრი გიორგი გახარია და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პატრიარქს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ გაანაცხადეს, რომ კანონპროექტს უკან გაიწვევენ. მიზეზად “არჩევნების კონტექსტი”, საზოგადოების და საპატრიარქოს პოზიცია დაასახელეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები