„არ ველოდები და არც სურვილს გამოვხატავ, რომ ამ წელს მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტები მივიღოთ“,-ამის შესახებ ეკონომისტმა ვახტანგ ჭარაიამ „ფორტუნას“ ეთერში განაცხადა.
მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო მხოლოდ საჰაერო გზით მიიღებს ტურისტებს და არა მეზობელი ქვეყნებიდან, ჩვენ გვექნება შემოსავლის მიღების შესაძლებლობა მინიმალური რისკებით.
„არც ველოდები და არც სურვილს გამოვხატავ, რომ წელს ტურისტურ სეზონზე მეზობელი ქვეყნებიდან მივიღოთ ვიზიტორები. როდესაც ავღნიშნე, რომ 100 მილიონი აშშ დოლარიდან 450 მილიონ აშშ დოლარამდე შემოსავალს ველოდები ტურიზმის სექტორიდან, მხოლოდ საჰაერო ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი ვიგულისხმე. მეზობელ ქვეყნებს არც კი განვიხილავდი, ვინაიდან იქ ძალიან კრიტიკული ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა და არ უნდა დავაყენოთ რისკის ქვეშ ჩვენი ქვეყანა და მოქალაქეები.
თუ ამ ტემპებით გაგრძელდება, საქართველო ტურიზმის სექტორიდან 3 თვეში მინიმუმ 100 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს – ვახტანგ ჭარაია
ველოდები 100-300 ათასს ტურისტს, იდეალურ შემთხვევაში 500 ათასი ვიზიტორი შეიძლება მივიღოთ მომდევნო 3 თვის განმავლობაში.
მხოლოდ და მხოლოდ მწვანე ქვეყნებიდან და მხოლოდ და მხოლოდ საჰაერო გზით. ამას არ უნდა გავცდეთ ამ ეტპზე, რომ უკუშედეგი არ მივიღოთ. ამ შემთხვევაში ჩვენ გვექნება შემოსავლის მიღების შესაძლებლობა მინიმალური რისკებით. თუ რისკმა ოდნავ მოიმატა რომელიმე ექვეყანაში, აუცილებლად უარი უნდა ვთქვათ ამ ქვეყნიდან ვიზიტორის შემოყვაანზე“,-განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ.
საქართველოში შიდა ტურიზმი 15 ივნისიდან ამოქმედდება. 1 ივლისიდან კი ქვეყანა საზღვრებს საერთაშორისო ვიზიტორებისთვისაც გახსნის.