ოპოზიციონერი დეპუტატი გიგი უგულავა აცხადებს, რომ არ ცნობს იმ არჩევნების შედეგებს, რომელიც ცესკომ გამოაცხადა. უგულავა მადლობას უხდის თანამოქალაქე ფოთელ ადამიანებს, რომლებმაც არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა და აცხადებს, რომ სამწუხაროდ მათი ხმა გაყალბდა.
„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენ თანამოქალაქე ფოთელს, ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში, მაგრამ სამწუხაროდ, მეგობრებო თქვენი ხმა გაყალბდა. მე არ ვცნობ იმ შედეგებს, რომლის გამოცხადებასაც აპირებს ცენტრალური საარჩევნო კომისია“, – განაცხადა გიგი უგულავამ.