LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ ვარ მომხრე ახალგაზრდა ქალი სიმკაცრით დაისაჯოს” – ადვოკატი ცრუ ჩვენების მიცემისთვის დაკავებულ ქალზე

321
BeFunky-collage (28)

გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძა და ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ცრუ ჩვენების მიცემისთვის დაკავებული ქალის შესახებ „ტვ პირველთან“ საუბრობს.

ნიკოლაძე აღნიშნავს, რომ მისი დაკავება სწორი სამართლებრივი მოვლენაა, თუმცა ახალგაზრდა ქალის სიმკაცრით დასჯას არ მოითხოვს.

„მე ათასგზის ვახსენე, რომ ცრუ ინფორმაციებით ხდებოდა გზა-კვალის არევა. ყველას სურდა და დღესაც რამოდენიმე კონკრეტული ჯგუფი პოლიტიკური დაინტერესებიდან გამომდინარე ცდილობს, რომ მკვლელებს დააფარონ ხელი და მათ კონკრეტული ტელევიზიაც ეხმარება.

რაც შეეხება მოწმეს არ ვარ მომხრე, რომ ახალგაზრდა ქალი, რომელსაც შვილი ჰყავს რაღაცა სიმკაცრით იქნას დასჯილი, მაგრამ ის ფაქტი, რომ ასეთ მნიშვნელოვან საქმეზე ადამიანს ჰყოფნის იმის უნარი, რომ ელემენტარული პასუხისმგებლობა არ ჰქონდეს და შეცდომაში შეიყვანოს გამოძიება დასჯის გარეშე არ გამოვა. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს სწორი სამართლებრივი მოვლენაა. ეს უნდა იყოს პრევენცია და სიგნალი იმ ხალხისთვის ვისაც ვიღაცები უკეთებენ ორგანიზებას, რომ ასეთი რამ გააკეთონ“,- აცხადებს ნიკოლაძე.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ახალგაზრდა ქალი დააკავეს.

ფოტო: ვინ არის გოგო, ვინც პოპულარობის მიზნით, შაქარაშვილის საქმეზე ცრუ ჩვენება მისცა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები