პარლამენტის შენობასთან, დღეს, 15 საათზე კლუბების დარბევის გამო, საპროტესტო აქცია განახლდება.
ამის შესახებ, აქციის ორგანიზატორი “თეთრი ხმაურის” მოძრაობა სოციალურ ქსელში წერს.
“დღეს, 15:00 საათზე გელოდებით პარლამენტის შენობასთან.
არ ვაპირებთ დანებებას, სახელმწიფომ ომი გამოგვიცხადა და ჩვენ ვაგრძლებეთ ბრძოლას ჩვენი თავისუფლებისთვის”, – ნათქვამია მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, აქციის მონაწილეთა ნაწილმა, მთელი ღამე, რუსთაველზე, კარვებში გაატარა. დილით პოლიციამ კარვები აშალა. ორგანიზატორებმა კი აქციის დროებით შეწყვეტის გადაწვეტილება მიიღეს.