LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ უნდა დაარეგისტრირონ გადაწყვეტილება, რომელიც რუსთავი 2-ს წაართმევს გასაჩივრების შესაძლებლობას – ბაქრაძე

80
39937537-1993005494084252-454041320940371968-o

“ევროპული საქართველოს” წარმომადგენელი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ “რუსთავი 2” სამართლებრივად გეგმავს ბრძოლის გაგრძელებას და ისინი ამ გზით ბრძოლაში მას მხარს უჭერენ.

მისი თქმით, მათ არ მოსწონთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და შინაგანად არ ეთანხმებიან. თუმცა, ოპოზიციას აქვს პასუხისმგებლობა, რომ არ დააყენონ კითხვის ნიშნის ქვეშ ეს გადაწყვეტილებები.

“ქიბარ ხალვაშმა იცის, რომ მას აქვს სახელმწიფოს სრული მხარდაჭერა და აწყობს გეგმებს, მაგრამ ერთია, რა გეგმებს აწყობს და მეორეა, რა ნაბიჯებს გადადგამს საჯარო რეესტრი და იუსტიციის სამინისტრო. წულუკიანის ვალდებულებაა არ დაარეგისტრიროს არც ერთო გადაწყვეტილება, რომელიც “რუსთავი 2″-ს წაართმევს სტრასბურგის დიდ პალატაში გასაჩივრების შესაძლებლობას”, – განაცხადა დავით ბაქარაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები