ხორავას ქუჩაზე მოკლული დათუნა სარალიძის მამა ზაზა სარალიძე ბოლო ზართან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. ზაზა სარალიძის თქმით, დღეს დათუნა სარალიძეს სკოლა უნდა დაემთავრებინა.
„დღეს 2019 წლის 20 მაისს შენი კლასი და სკოლა ბოლო ზარს ზეიმობს!!!
არ შემდგარ სკოლის დამთავრებას გილოცავ მამი იმიერ საქართველოში!!!“ – წერს სარალიძე.
1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, ერთ-ერთ ეზოში, მოზარდებს შორის დაწყებული შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც მოზარდების ნაწილმა ცივი იარაღი გამოიყენა. დაპირისპირების შედეგად გარდაიცვალა დათუნა სარალიძე და ლევან დადუნაშვილი. საქმე ბოლომდე დღემდე არ არის დასრულებული და ზაზა სარალიძე ამბობს, რომ მისი შვილის მკვლელები დასჯილები არ არიან.
ორი მოზარდის მკვლელობის საქმე ახლა თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასკვნით ეტაპზეა.