LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ შეიძლება საუბარი იყოს ჩვეულებრივ ტურიზმზე რუსეთის მოქალაქეებისთვის“ – ჩეხეთმა ეს საკითხი ბრიუსელში არაერთხელ წამოსწია

110
9F738010-54D2-4CD9-8146-8D98EAD8A28A

ჩეხეთი მხარს უჭერს ევროკავშირის წევრი რიგი ქვეყნების ინიციატივას, რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზის გაცემის აკრძალვის შესახებ. საკითხზე ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ ისაუბრა. „ჩეხეთმა არაერთხელ წამოსწია ეს საკითხი ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე პრემიერ-მინისტრებისა და საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე და ესწრაფვის ევროკავშირის მხრიდან კოორდინირებულ მიდგომას“,- თქვა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით, ჩეხეთმა ჯერ კიდევ 25 თებერვალს აკრძალა ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებისთვის უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრასთან დაკავშირებით.

„არ შეიძლება საუბარი იყოს ჩვეულებრივ ტურიზმზე რუსეთის მოქალაქეებისთვის. ეს ჩვენი უსაფრთხოების საკითხია, მე დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდი რუსი სპეცსამსახურების გავლენის შემცირებას ევროკავშირის ტერიტორიაზე“,- დასძინა იან ლიპავსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები