LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ შეიძლება ინფიცირებულის ასე მიტოვება, სხვებისთვისაც საფრთხეა – ჟურნალისტი ზურა ვარდიაშვილი

275
16300376-1202710243112040-1012848999949577989-o
ჟურნალისტი, “პუბლიკა”-ს გენერალური დირექტორი ზურა ვარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი კოვიდინფიცირებულ ახლობელს თვითიზოლაციის რეკომენდაცია გაეწია, თუმცა როგორც ირკვევა ის სახლში ვერ დარჩება, რადგანაც მისი ოჯახის წევრები საფრთხის წინაშე არიან.
“არ აქვს იზოლირების საშუალება. ცხოვრობს მშობლებთან, ძმასთან, რძალთან და ძმისშვილებთან ერთად, პატარა ბინაში.
არ გადაჰყავთ არავითარ კოვიდსასტუმროში, ეუბნებიან რომ იყოს სახლში. როდესაც ეუბნება, რომ ოჯახის წევრებზე ღელავს, პასუხობენ, რომ ვერაფერს იზამენ”, -წერს ვარდიაშვილი.
როგორც ამავე პოსტიდან ირკვევა, მოგვიანებით მას შესაბამისი პირები დაუკავშირდნენ და პაციენტი იზოლაციაში  გადაჰყავთ.
“დამიკავშირდნენ NCDC-დან, ასევე ჯანდაცვის სამინისტროდან. საგანგებო უკვე მიდის ჩემს ახლობელთან და გადაიყვანენ. დიდი მადლობა NCDC-ს თანამშრომლებს ამისთვის. მათ ამიხსნეს, რომ ცხადია, გადასაყვანია და სასწრაფო რეკომენდაციას გასცემენ საამისოდ. (არა იმის გამო, რომ მე მცემენ პატივს, ზოგადად არ შეიძლება ინფიცირებულის ასე მიტოვება, სხვებისთვისაც საფრთხეა.)
მაგრამ, ეს სწორია? ვისი სტატუსიც ინგეიჯმენტს ვერ გამოიმუშავებს, მათ რა ქნან? იცით როგორ მოიშორეს ჩემი ახლობელი თავიდან? შენნაირი ბევრია, რა გიყოთო. ასე იქნება ამიერიდან?”- წერს ზურა ვარდიაშვილი ფეისბუქში.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები