LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არ მსიამოვნებს, რომ უბრალოდ, არსებობის გამო ვუყვარვარ ადამიანებს, ეს არ დამიმსახურებია” – ნატალია ყიფშიძე

145
259780824_0_0_1537_864_1920x0_80_0_0_4a4a6f8b83b6765685fd84195fbde4bf (1)

არ მსიამოვნებს, რომ უბრალოდ, არსებობის გამო ვუყვარვარ ადამიანებს, ეს არ დამიმსახურებია, – აღნიშნულის შესახებ ნატალია ყიფშიძემ ჟურნალ „თბილისელებთან” ინტერვიუში განაცხადა.

„რაც თავი მახსოვს, ჩემი ოჯახის გამო ეგ ყურადღება მუდამ არსებობდა, მაგრამ ძალიან პატარა ასაკში მაწუხებდა ის ფაქტი, რომ ბევრჯერ ზიზღის შემცველ ტექსტებს ვკითხულობდი, რაც ძალიან მადარდებდა. მერე გავაცნობიერე, რომ ეს ადამიანები, უბრალოდ, არ მიცნობენ და არ იციან, რაზე ლაპარაკობენ. მერე, როცა გავიზარდე, საერთოდ აღარ მადარდებდა მსგავსი რამეები. ერთადერთი, რაც დღემდე მადარდებს ისაა, რომ მიცნობს ხალხი და ეს მე არ დამიმსახურებია. არაფერი გამიკეთებია ამისთვის, უბრალოდ, გავჩნდი.

არ მსიამოვნებს ის ფაქტი, რომ მხოლოდ არსებობის გამო ადამიანებს ვუყვარვარ ან იციან ჩემი არსებობის შესახებ. თუმცა, ეს კარგიცაა, მოტივაციას მაძლევს, დავიმსახურო ის, რაც ჩემგან დამოუკიდებლად მივიღე. უფრო მეტად მაქვს სურვილი, ეს ყველაფერი დამსახურებული გავხადო. თუმცა ჩემი გზით და არა ჩემი ოჯახის გზის გაყოლით. მივხვდი, რომ არ მინდა კამერის წინ დგომა, კამერის უკან მირჩევნია. მინდა, ჩემი ფილმების წარმოება და თუ ადამიანებს ამით შევუყვარდები, ძალიან სასიხარულო იქნება ჩემთვის. თუ არადა, ეგეც არ იქნება პრობლემა”, – საუბრობს ნატალია ყიფშიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები