LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ მოვისვენებთ სანამ არ გავიმარჯვებთ, უკრაინის გვედით იმდენხანს ვიქნებით რამდენიც საჭიროა: ფონ დერ ლაიენი

51
ურსულა ფონ დერ ლაიენი

უკრაინელი ხალხი სიცოცხლეს წირავს იმ ღირებულებების დასაცავად, რომლებზეც ჩვენი კავშირია აგებული, – ამის შესახებ ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„23 აგვისტოს, ჩვენ პატივს მივაგებთ ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმების მსხვერპლთა ხსოვნას ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ.” – აცხადებს ფონ დერ ლაიენი.

მისი თქმით დღეს, „მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის“ ხელმოწერის 83 წლისთავზე, ამ თარიღს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

“ამ წელს პუტინმა ომის საშინელებები დააბრუნა ევროპაში და შეგვახსენა, რომ არ შეიძლება, მშვიდობა სათანადოდ არ დავაფასოთ“, – აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

მისი თქმით, უკრაინელი ხალხი სიცოცხლეს წირავს იმ ღირებულებების დასაცავად, რომლებსაც ევროკავშირი ეფუძნება.

„წარსულის მტკივნეული ხსოვნა არ არის მხოლოდ შორეული მოგონება, არამედ გამოძახილი პოვა რუსეთის უკანონო და გაუმართლებელ ომში უკრაინის წინააღმდეგ. უკრაინელი ხალხი სიცოცხლეს წირავს იმ ღირებულებების დასაცავად, რომლებზეც ჩვენი კავშირია აგებული“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს მუშაობას რუსული სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი პროპაგანდის წინააღმდეგ.

„დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ ერთიანად ვდგავართ რუსული სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი პროპაგანდის წინააღმდეგ, რომელიც ამახინჯებს ისტორიას, ავრცელებს შეთქმულებას და სჯის მათ, ვინც ეწინააღმდეგება. ჩვენ მტკიცედ გავაგრძელებთ მუშაობას დეზინფორმაციის წინააღმდეგ და უზრუნველვყოფთ, რომ ისინი, ვინც ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ იდგა, არ დაივიწყონ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები