LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ მოვადუნებ ყურადღებას, რათა დადგინდეს სიმართლე…ვინ გაბედა და აიღო თავზე პასუხისმგებლობა, რომ ძალადობის რისკის ქვეშ ბავშვები წლები და თვეები დაეტოვებინა: ნაცვლიშვილი ნინოწმინდის პანსიონზე

69
ანა ნაცვლიშვილი

„ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებზე შესაძლო ძალადობის ფაქტებს ეხმიანება და აცხადებს, რომ „არ მოადუნებს ყურადღებას, რათა დადგინდეს სიმართლე და დადგეს იმ მაღალი თანამდებობის პირების საკითხი, რომლებსაც სამსახურეობრივად ევალებოდათ ამის კონტროლი“.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, ბავშვების პანსიონიდან გამოყვანა, მაშინ უნდა მომხდარიყო, როდესაც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო და რადგან ეს ასე არ მოხდა, უნდა დაისვას არა მხოლოდ ჯანდაცვის უწყების შესაბამისი მაღალი პირების პასუხისმგებლობის საკითხი, არამედ სხვა უწყებებისაც.

„ყველა უწყებამ, რომელსაც ევალებოდა ამ საკითხზე კონტროლი და რეაგირება, ამას წაუყრუა. წაყრუება სამართლებრივი თვალსაზრისით არის მინიმუმ სამსახურეობრივი გულგრილობა, ამიტომ მას შემდეგ, რაც ბავშვების უსაფრთხოება იქნება უზრუნველყოფილი და ეს ყველაზე მეტად პრიორიტეტული საკითხი მოგვარდება, აუცილებელია და მე პირადად ერთი წამით არ მოვადუნებ ყურადღებას, რომ ყველა ფაქტზე დადგინდეს სრული სიმართლე და დადგეს მათ შორის, იმ უწყებების მაღალი თანამდებობის პირების საკითხი, რომელსაც სამსახურეობრივად ევალებოდათ ამის კონტროლი. აქ ისეთი მძიმე ფაქტების შესახებ დაიწყეს გამოძიება, რომ ეს უნდა გამხდარიყო განგაშის საგანი, რომ დროებითი ზომის სახით, ამ ბავშვების გამოყვანა მომხდარიყო დაუყონებლივ. ვინ გაბედა და ვინ აიღო თავის თავზე ის პასუხისმგებლობა, რომ არსებული რისკის ქვეშ ბავშვები წლები და თვეები დაეტოვებინა? ვინ არის ეს უწყება და ეს ადამიანები, ვინც თავის თავზე აიღო ეს ტვირთი? – ამაზე პასუხისგება მოუწევთ

გუშინ თქვენ ნახეთ ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება და ერთ საათში შსს- მ გაასაჯაროვა ამბავი, ეს რას ნიშნავს? შსს ვის მითითებს ასრულებს? სხვა საქმეებზე და განსაკუთრებით პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე, კარგად გვახსოვს, პროკურატურა მოწმის დაბარებასაც ბრიფინგით აანონსებს. მე მინდა ღიად გითხრათ – სანამ ამ ქვეყანაში იარსებებენ ადამიანები და ინსტიტუციები, რომლებსაც საპატრიარქოსი უფრო მეტად ეშინიათ, ვიდრე ღმერთის, გვექნება ძალიან მძიმე მდგომარეობა“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები