LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ მომხდარა ძალადობა, დაცულია რეგულაციები, სერიოზული დარღვევები არ დაფიქსირებულა: სადამკვირვებლო მისია

53
არჩევნები1

სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები მთელი დღის მანძილზე აკვირდებიან ხმის მიცემის პროცესს.

დამკვირვებლები აგროვებენ ყველა იმ ინფორმაციას, რომელსაც საბოლოოდ არჩევნების შემდეგ საკუთარ დასკვნებში ასახავენ.

ამ დროისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, – ამის შესახებ ლიეტუველმა დამკვირვებელმა, რეინს ტოჩელოვსკიმ აღნიშნა.

“დღეს 6 საარჩევნო უბანს ვესტუმრეთ და ვხედავთ, რომ არჩევნები კარგადაა ორგანიზებული. არ მომხდარა არანაირი ძალადობა და ამასთან, დაცულია კოვიდ რეგულაციები.” – აცხადებს რეინს ტოჩელოვსკი

ამასთან, უკრაინელი დამკვირვებლებიც ამბობენ, რომ სიტუაცია მშვიდია და სერიოზული დარღვევები, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თავისუფალ არჩევნებზე, არ შეუმჩნევიათ.

“სერიოზული დარღვევები, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თავისუფალ არჩევნებზე, ჩვენ არ შეგვიმჩნევია,” – ამბობს ჯორჯ ჩიჟოვი დამკვირვებელი უკრაინიდან.

საქართველოში 400-მდე დამკვირვებელია ჩამოსული 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების დასაკვირვებლად, მათ შორის არიან ეუთო/ოდირის წარმომადგენლებიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები