მართალია, გარდასახვის ოსტატი ჯარედ ლეტო ყოველთვის განსხვავებულ და საკმაოდ რთულ როლებს ირჩევს, მაგრამ ცხოვრებისეულ პრინციპებს მაინც არასდროს ღალატობს.
fortuna.ge გთავაზობთ ჯარედ ლეტოს ცნობილ ფრაზებს:
* გააკეთე დღეს ის, რისი გაკეთებაც სხვას არ უნდა და იცხოვრე ხვალ ისე, როგორც სხვა მხოლოდ ოცნებობს!
* იყავი ვინც გინდა, მაგრამ იყავი ყოველთვის ნამდვილი!
* არ ღირს სხვისი რჩევის გათვალისწინება, თვითონ გახდი მაგალითი!
* ნამდვილი გმირი ისაა, ვინც დაცემულიც შეძლებს ფეხზე დადგომას.
* ცხოვრება მოგზაურობაა, თანამგზავრებს კი, მხოლოდ თვითონ ირჩევ.
* თუ გრძნობ, რომ ნებდები, გაიხსენე აქამდე რისთვის ითმენდი.
* სტერეოტიპების ნგრევა და ცრურწმენებს თავის დაღწევა – რთულია, მაგრამ საშინლად სასიამოვნო.
* სიყვარული ის კი არაა, ვისთანაც საკუთარ თავს ხედავ, სიყვარული ისაა, ვის გარეშეც საკუთარი თავი ვერ წარმოგიდგენია.
* არასდროს იფიქრო წარსულში დაშვებულ შეცდომებზე, უკეთესია მაღლა აწეული თავით იყურო მომავლისკენ.
* არ მესმის, როგორ შეიძლება უღიმო ყველას. ამბობენ, ღიმილი ზრდილობის ნიშანიაო, მე კი, ვფიქრობ, მუდმივი ღიმილი მხოლოდ სიბრიყვეს მიანიშნებს.